თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის კვლევისა და განვითარების ცენტრი იწვევს მკვლევრებს, აკადემიურ პერსონალს, დოქტორანტებსა და პრაქტიკოს სპეციალისტებს საქართველოდან და საზღვარგარეთიდან, წარმოადგინონ სამეცნიერო სტატიები უნივერსიტეტის შრომათა კრებულის მორიგ ნომერში გამოსაქვეყნებლად.
სამეცნიერო მიმართულებები
მიიღება სტატიები შემდეგი მიმართულებებით:
სტომატოლოგია და ჯანდაცვა (მათ შორის, ფარმაცია)
სოციალური მეცნიერებები (ფსიქოლოგია, სამართალმცოდნეობა)
ბიზნესის ადმინისტრირება და მწვანე ეკონომიკა (მათ შორის, მდგრადი ტურიზმი)
ჰუმანიტარული მეცნიერებები და ენების სწავლება
ინტერდისციპლინური სექცია: ხელოვნური ინტელექტი, ციფრული ეთიკა და მდგრადი განვითარება (მათ შორის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები)
მნიშვნელოვანი თარიღები
აბსტრაქტის წარდგენის ბოლო ვადა: 30 ნოემბერი 2026
აბსტრაქტის მიღების შესახებ შეტყობინება: წარდგენიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში
სრული სტატიის წარდგენა: აბსტრაქტის დადასტურებიდან 4 კვირის განმავლობაში
რეცენზირება: მაქსიმუმ 10 კვირა
საბოლოო გადაწყვეტილება: რეცენზირების დასრულებიდან 2 კვირის განმავლობაში