ანდერძის აღსრულების თავისებურებანი ქართულ საკანონმდებლო სივრცეში
Main Article Content
ანოტაცია
საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობა მოიცავს ანდერძით მემკვიდრეობის მარეგულირებელ სამართ-ლებრივ ნორმებს, თუმცა უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ კანონმდებლობაში ვხვდებით ისეთ ნორმებს, რომლებიც განსაკუთრებულ შესწავლასა და სიღრმისეულ განმარტებას საჭიროებს, რამეთუ საზოგადოების ცნობიერება ანდერძით მემკვიდრეობის ინსტიტუტის მიმართ არც თუ ისე მაღალია, მითუფრო იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება საქართველოში დაწერილი ანდერძის აღსრულებას სხვა ქვეყანაში, ან პირიქით.
მართალია, საქართველოში მოქმედებს კანონი საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ, მაგრამ საჭირო ნორმების პრაქტიკაში მოქმედების პრობლემატიკა კვლავაც სირთულედ გვევლინება.
გამომდინარე აქედან წარმოდგენილ ნაშრომში კონკრეტულად შევეხებით იმ მუხლებს, რომლებიც ანდერძის სრულყოფილი აღსრულების წესსა და პირობებს ეხება, მაგალითისთვის, როდესაც ანდერძი დაწერილია უცხო ქვეყანაში, ან უცხო ქვეყანაშია აღსასრულებელი.
რადგან, საკვლევი თემა ადამიანის კერძო საკუთრების უფლებას იცავს, ადამიანის უფლებების დაცვა უნდა წარმოადგენდეს სახელმწიფოს პოსტულატს და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობაც უნდა ემყარებოდეს ადამიანის უფლებების, როგორც უზენაესი სოციალური და სამართლებრივი ღირებულების აღიარებასა და დაცვას.