პირის ღრუს რესურსების მაქსიმალური გამოყენება და რაციონალური არჩევანი, იმპლანტოლოგია თუ დაზოგვითი კონსერვატიული მკურნალობა
##plugins.themes.bootstrap3.article.main##
Аннотация
თანამედროვე სტომატოლოგია ითვალისწინებს მკურნალობის დიდ შესაძლებლობებს ესთეტიკური დეფექტების და ბიომექანიკური ბალანსის აღდგენის თვალსაზრისით. ამ კუთხით იმპლანტოლოგიის დანერგვამ და ფართო გამოყენებამ ახალი ასპარეზი გახნა, როგორც ასაკოვანი ისე ახალგაზრდა პაციენტებისთვის. თუმცა უნდა ითქვას, რომ ბუნებრივი კბილების შეცვლა ხელოვნური კონსტრუქციებით პაციენტებისთვის ვერ ქმნის სრულ კომფორტს.
თანამედროვე სტომატოლოგია პაციენტებს სთავაზობს მკურნალობას უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით და თითოეული შემთხვევის ინდივიდუალურად განხილვის ფონზე მკურნალობის რამდენიმე შესაძლო ვარიანტს. შესაბამისად, ექიმი პაციენტთან კონსულტაციის დროს ითვალისწინებს კლინიკური შემთხვევის თავისებურებას, ზოგად და ლოკალურ ჯანმრთელობას, საჭიროებებს, სურვილებსა, ფინანსურ შესაძლებლობებს და ირჩევს მკურნალობის ყველაზე ოპტიმალურ გზას. სტატისტი-კურად, პაციენტების უმეტესობას დაახლოებით 50 %-ს ურჩევნია მკურნალობა ბუნებრივი კბილების შენარჩუნებით. წლებია მიმდინარეობს კვლევები, მსჯელობა და დისკუსიები იმ კონკრეტული ეტაპის ფიქსირებისთვის, რომელიც იქნება ოპტიმალური ზღვარი კბილის ექსტრაქციის გადაწყვეტილების მიღებისა და იმპლანტების ჩაყენების შესახებ. ერთ-ერთი წამყვანი და მნიშვნელოვანი ამ გადაწყვეტილებაში სწორედ ის არის, რომ კბილის ბიოლოგიურ თვისებებს ვერ ცვლის ხელოვნური თვისებების მქონე იმპლანტი. ზოგადი ფაქტორებიდან ყურადღება უნდა მიექცეს პაროდონტის მდგომარეობას, იმუნური სისტემას, გენეტიკას, ნერწყვის გამოყოფის რაოდენობას, მიკროფლორას, ასაკს (60+ მნიშვნელოვნად ზრდის რისკს), ქცევითი ჰიგიენას, მოწევას, პარაფუნქციას (ბრუქსიზმი). თითოეულ შემთხვევაში უნდა მოხდეს განსაზღვრა პაციენტის მხრიდან რეგულარულ კონტროლზე სიარულის მზადყოფნის და ფინანსურ რისკ-ფაქტორებთან ინფორმაციის მიწოდების შესახებ. ამავე დროს უნდა ჩატარდეს რენდგენოლოგიური კვლევები და განხორ-ციელდეს ლოკალური რისკ-ფაქტორების გამოვლენაც. სტატიაში არის წარმოდგენილი რამდენიმე კლინიკური შემთხვევის მკურნალობის სრული ანალიზი და რატომ აირჩია პაციენტმა მკურნალობის ალტერნატიული მეთოდი. ამრიგად, იმპლანტის ხანგრძლივად ვერ ფუნქციონირების მიზეზები მრავალფაქტორიანია და არ შეიძლება მივაწეროთ ერთ მიზეზს ან რისკ-ფაქტორს, მეორეს მხრივ პირის ღრუს რესურსების მაქსიმალური და რაციონალური გამოყენება წარმოადგენს უფრო მეტად ფიზიოლოგიურ პროცესს პირის ღრუში საკვების მექანიკური დამუშავების და მექანორეცეპტორების ფიზიოლოგიური მოქმედების თვალსაზრისით. გასათვალისწინებელია, რომ პირის ღრუს გამორჩეულად მოვლის და ექიმთან მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნის მაღალი რისკი, დიდი ფინანსური ხარჯები ამსხვრევს პაციენტების ილუზიას იმპლანტის მუდმივობის შესახებ.