თანამედროვე სატრანსპორტო სისტემის განვითარება და მისი გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე

##plugins.themes.bootstrap3.article.main##

იაგო ბერიძე

Аннотация

სტატიაში განხილულია თანამედროვე სატრანსპორტო სისტემების განვითარების ძირითადი მიმართულებები და მათი როლი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. გაანალიზებულია საქართველოს სტატისტიკური სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემები რკინიგზის, საზღვაო პორტებისა და საჰაერო ტრანსპორტის ფუნქციონირების, აგრეთვე მგზავრთნაკადებისა და ტვირთბრუნვის მაჩვენებლების შესახებ. წარმოდგენილია სატრანსპორტო სისტემების განვითარების გეგმა წლების მიხედვით და შეფასებულია მაკრო და მიკრო დონეზე ტრანსპორტის ლოგისტიკური ხარჯების პროცენტული მაჩვენებლები, მათი თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში. აღნიშნული მაჩვენებლები გაანალიზებულია დინამიკაში, მათ შორის საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების მოცულობა. განსაკუთ-რებული ყურადღება ეთმობა საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტს, მის მიერ განხორციელებული სატვირთო გადაზიდვების მასშტაბს და სამომავლო განვითარების მიმართულებებს. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სატრანსპორტო პოლიტიკის დაგეგმვა და მისი ეტაპობრივი განხორციელება რიგ შემთხვევებში დადებითი დინამიკით ხასიათდება. ამასთან, ეკონომიკური ეფექტიანობის მაქსიმალიზაციის მიზნით, აუცილებელია თითოეული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება მოხდეს ოპტიმალურ და უმოკლეს ვადებში, რათა დაგეგმილი სტრატეგიებიდან მოსალოდნელი ეკონომიკური სარგებელი დროულად აისახოს ქვეყნის ფინანსურ და მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე.

Ключевые слова:
სატრანსპორტო, ინფრასტრუქტურა, ტვირთბრუნვა, სატვირთო გადაზიდვები, ტვირთის მოცულობა
Опубликован: окт. 21, 2026

##plugins.themes.bootstrap3.article.details##

Выпуск
Раздел
Economy, Business and Tourism